პაულინიოს ტრანსფერი სკოლარიმაც დაადასტურა
"გუანჩჟოუ ევერგრანდის" კაპიტნის, ჩჟენ ჩჟის შემდეგ, ჩინური კლუბიდან "ბარსელონაში" პაულინიოს გადასვლა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმაც დაადსატურა. ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, "ბარსამ" გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო, უკვე გადაიხადა.
"პაულინიო ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც კლუბისთვის, ასევე ნაკრებისთვის. ის თანხა, რომელიც "ბარსელონამ" პაულინიოში გადაიხადა, ჩვენი კლუბის დიდი აღიარებაა.
პაულინიოს წარმატებებს ვუსურვებთ." - ციტირებს სკოლარის სიტყვებს ESPN.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]