"ბარსელონა" მაისურებზე, გვარების ნაცვლად, წარწერა Barcelona იქნება
20 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში, რომელსაც "ბარსელონა" სევილიური "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს, კატალონიური კლუბი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მხარდაჭერას გამოხატავს.
ფეხბურთელებს მაისურზე გვარების ნაცვლად "BARCELONA" ეწერებათ, წინა მხარეს კი ჰეშთეგი - #TotsSomBarcelona, გარდა ამისა, ისინი მოირგებენ შავი ფერის სამკლაურებს. ამგვარად, "ბარსელონა" მხარდაჭერას გამოუცხადებს თანაქალაქელებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ტერაქტის შედეგად დაზარალდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარსელონაში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 13 ადამიანი და დაზარალლდა ბევრად მეტი.
![]()
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]