"ლაიპციგის" მთავარ მწვრთნელს "ბარსელონასთან" შეხვედრა უნდა

"ლაიპციგის" მთავარ მწვრთნელს "ბარსელონასთან" შეხვედრა უნდა

გერმანიის ვიცე-ჩემპიონის, "ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონასთან" დაპირისპირება სურს.

რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდი მე-4 კალათშია, "ბარსელონა" კი - მეორეში. მოხვდებიან თუ არა ისინი ერთ ჯგუფში, ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე გასამართი წილისყრის დროს გაირკვევა.

"გამიხარდება, თუ "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" ვითამაშებთ. ამ გუნდის წინააღმდეგ, ფეხბურთელობის დროს, თავად მითამაშია." - აცხადებს რალფ ჰაზენჰიუტლი.

გერმანელ სპეციალისტს "ბარსელონას" წინააღმდეგ 24 წლის წინ, ვენის "ავსტრისს" მაისურით უთამაშა. ავსტრიელებმა საკუთარ მოედანზე 1:2, სტუმრად კი 0:3 წააგეს.

იმ შეხვედრებს რალფ ჰაზენჰიუტლი ასე იხსენებს: "ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშბდით, როგორებიც კუმანი, ლაუდრუპი და რომარიო არიან. "ბარსელონას" კარს კი სუბისარეტა იცავდა. მე კი, მეტოქის კარის აღების 2 ძალიან კარგი შანსი გავაფუჭე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zauri777
    სტუმარი [?]
    #3 23 აგვისტო 2017 20:24
    0
    ციტატა: Guro messi
    მოდით და განადგურდით.ნეტა მართლა შეგვხვდნენ ამოვტენით საცოდავებს

    eh iseti barsa gvyavs am xemdzgvanelebis gamo ro gasakviri araa is rom mogvigon :) samwuxarot
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 23 აგვისტო 2017 17:57
    0
    მოდით და განადგურდით.ნეტა მართლა შეგვხვდნენ ამოვტენით საცოდავებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 აგვისტო 2017 17:07
    0
    ასე უნდა თავისი გუნდის განადგურება? :D