უსმან დემბელე: 20 წლის ბიჭი ოქროს მომავლით
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი გუნდის ახალწვეულის, უსმან დემბელეს შესახებ საჭირო ინფორმაციას გვთავაზობს.
უსმან დემბელე 1997 წლის 15 მაისს, საფრანგეთის ქალაქ ვერნონში დაიბადა. ის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნევა. დემბელე "ბარსელონას" 20 წლის ასაკში უერთდება, მაგრამ მან თავისი მაღალი კლასი საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს ლიგებში უკვე დაამტკიცა.
"რენის" სკაუტებმა უსმან დემბელე 13 წლის ასაკში შეამჩნიეს. მომდევნო 4 წელი მან ბრეტონელთან აკადემიაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში, მან, საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშით, კარგი რეპუტაცია შეიქმნა.
2014 წლის 6 ნოემბერს, 17 წლის ასაკში, დემბელეს საფრანგეთის ჩემპიონატში, "ანჟერის" წინააღმდეგ, დებიუტი ჰქონდა. 2 კვირის შემდეგ კი, "ბორდოსთან" გამართულ შეხვედრაში, მან სადებიუტო გოლიც გაიტანა.
დემბელეთი უფრო დიდი კლუბის დაინტერესება გარდაუვალი იყო და 2016 წლის ზაფხულში ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა. გერმანიაში მან ადაპტაცია მარტივად გაიარა და პირველივე სეზონში თავი 10 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
უსმან დემბელემ "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლასა და გუნდის მიერ გერმანიის თასის მოგებაში საკვანძო როლი ითამაშა.
მოლოდინები გამართლდა - საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გაჩნდა.
თვისებები
უსმან დემბელეს დრიბლინგს მთელი სტადიონი აღტაცებაში მოჰყავს. ის სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც რისკზე წასვლა უყვარს და რომელიც მეტოქე გუნდის მცველებს მუდმივად პრობლემებს უქმნის.
დემბელეს ორივე ფეხით თამაში შეუძლია. მას შეუძლია შეტევის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, დემბელეს კარიერა საინტერესო სტატისტიკას მაინც ინახავს. პროფესიონალურ კარიერაში, 2 სეზონის განმავლობაში, უსმანმა 78 შეხვედრა ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 25-ჯერ გაატანინა.
უსმან დემბელე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ მან საფრანგეთის ნაკრებში 7 თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო. მიმდინარე წლის ივნისში კი, ინგლისთან გამართულ შეხვედრაში, ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
იმედი ვიქონიოთ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]