უსმან დემბელე: "ბარსელონაში თამაში დიდი პატივი და ახდენილი ოცნებაა"
"ბარსელონას" ბოლო შენაძენმა, 20 წლის უსმან დემბელემ, რომელიც ქალაქში გუშინ ჩაფრინდა, განაცხადა, რომ ამ კლუბში თამაში მისი ოცნება იყო და მისი მაისურის მორგება დიდი პატივია.
"აქ ძალიან ბედნიერი ვარ. "ბარსელონაში" თამაშით ბავშვობის ოცნება ავიხდინე." - განაცხადა კლუბის ახალმა 11-მა ნომერმა Barca TV-სთან საუბრისას.
"ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნაწილი გავხდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. ჩემი მიზანი გუნდისთვის ყველაფრის მიცემა, მასზე კარგად მორგება და ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვებაა."
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა დემბელეს ტრანსფერი 25 აგვისტოს გააოფიციალურა. 105 მილიონ ევროს + 42 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და დღს"კამპ ნოუზე" მისი წარდგენაც შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]