Sport: ლივერპულს კოუტინიოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაყიდის
მერსესაიდული "ლივერპული" ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნოს, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
წყაროს ინფორმაციით, მერსესაიდული კლუბის მფლობელი კომპანია, FSG მზადაა, რომ კოუტინიო "ბარსელონაში" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ გაყიდოს.
დღეს ესპანეთში სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეა და "ბარსელონა" ბოლომდე შეეცდება ლივერპულელთა ბრაზილიელი ლიდერი ფანჯრის დახურვამდე გაიფორმოს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, "ბარსელონა" და "ლივერპული" კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, სატრანსფერო თანხად 160 მილიონი ევრო დასახელდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]