"ბარსელონამ" გომეშის გაშვებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა
"ტოტენჰემი" სატრანსფერი ფანჯრის ბოლო დღეს კატალონიის "ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.
"ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ახალგაზრდა პორტუგალიელის იჯარაზე უკვე თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და გომეშის გაშვებაზე უარი თქვეს, იტყობინება Football Espana.
ანდრე გომეშის სხვა გუნდში გადასვლა უკვე თითქმის გამორიცხულია და იგი მიმდინარე სეზონსაც "კამპ ნოუზე" გაატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" პორტუგალიელის გაშვება იმიტომ იუარა, რომ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი გაჭიანურდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]