ალეგრი: როდესაც მესი და რონალდუ წავლენ, დიბალა და ნეიმარი საუკეთესოები გახდებიან
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის აზრით, როდესაც "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავები, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ კარიერას დაასრულებენ, "იუვენტუსისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერები, პაულო დიბალა და ნეიმარი საუკეთესოები გახდებიან. 50 წლის სპეციალისტმა დიბალასა და მისდამი კატალონიური კლუბის ინტერესზეც ისაუბრა.
"ბარსელონა" მე და დიბალას გვიწვევს? ეს არ მაინტერესებს. "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ. გვინდა ჩვენი გზა გავაგრძელოთ. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 4 გუნდია, რომლებსაც ჩემპიონობა შეუძლიათ.
დიბალა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ფანტასტიკურია. მას, ნეიმართან ერთად, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, როდესაც მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ. ძალიან გამიმართლა, რომ შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი მყავს", - აცხადებს ალეგრი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]