ანდრეს ინიესტა: ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლე არაფერია

ანდრეს ინიესტა: ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლე არაფერია

"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, გუშინდელი მატჩის შემდეგ, "იუვენტუსთან" 3:0 მოგებასა და კატალონიურ კლუბში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"როდესაც გუნდი იგებს, ყველა კარგად ვართ და უკეთ ვთამაშობთ. კმაყოფილი ვარ როგორც მთლიანად თამაშით, ასევე გუნდის გარჯითაც.

ასეთ ძლიერ გუნდებთან მოგება ყოველთვის რთულია. "იუვენტუსს" გოლის გატანის ცოტა შანსი ჰქონდა, ჩვენ კი შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირების სიახლე კვლავ არაფერია. რამე ახალი რომ იყოს, აუცილებლად გაიგებდით. ერთადერთი, რაც ახლა მაღელვებს, არის ის, რაც მოედანზე ხდება. როდესაც საქმეები კარგად მიდის, მინდა ბედნიერი ვიყო და ახლა ბედნიერი ვარ." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს TV3.

ანდრეს ინიესტას "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 13 სექტემბერი 2017 14:09
    0
    აუ გუშინ ძაან მაგარი იყო მაესტრო.უეჭველი გაახანგრძლივებს.სამუდამო კოტრაქტი დაუდონ ძაან გამეხარდება
    MR INI
    სტუმარი [?]
    #1 13 სექტემბერი 2017 13:47
    0
    რამე საიტი მინდა სპორტული საიდაც ვიდეოს გადაღება და იუთუბზე ატვირათვა შეიძლება,ვინმემ ხომ არ იცით რამე მასეთი საიტი