მაროტა: ბარსასგან წინადადება არ მიგვიღია
"იუვენტუსის" დირექტორმა, ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს "ბარსელონასგან" პაულო დიბალას ტრანსფერის თაობაზე წინადადება არ მიუღია.
"ბარსელონასგან" დიბალას ტრანსფერის თაობაზე პირდაპირი წინადადება არ მიგვიღია. უპირველეს ყოვლისა, პაულოს გაყიდვის სურვილი არ გვქონია. დარწმუნებულები ვიყავით, რომ არგენტინელი "იუვეში" დარჩებოდა.
მას დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრეთ, როცა 10-ნომრიანი მაისური ვუბოძეთ. ეს ნომერი ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია."-ამბობს მაროტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]