ტერ შტეგენმა ბარსელონაში მე-100 მატჩი ჩაატარა
"ხეტაფესთან" გუშინ გამართული შეხვედრა "ბარსელონას" გოლკიპერისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის საიუბიოლეო აღმოჩნდა. 25 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მე-100 მატჩი ჩაატარა.
ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წელს "მიონხენგლადბახიდან" გადავიდა. მან 100 თამაშში 96 გოლი გაუშვა - 41 ესპანეთის ჩემპიონატში, 31 ჩემპიონთა ლიგაზე, 11 ესპანეთის თასზე, 9 ესპანეთის სუპერ თასზე, 4 უეფა-ს სუპერ თასზე. ამასთანავე, მეკარემ კარი მშრალად 40-ჯერ შეინახა.
ტერ შტეგენი წელს შესანიშნავ ფორმაშია. "ხეტაფესთან" მატჩამდე ამ სეზონში მას გოლი გაშვებული არ ჰქონდა. გერმანელმა კარის დარაჯმა "ბეტისთან", "ალავესთან", "ესპანიოლთან" და "იუვენტუსთან", 450 წუთი, კარი მშრალად შეინახა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]