რაკიტიჩი: თუ ბარსელონაში თამაში არ გსიამოვნებს, მაშინ ფეხბურთით ვერ ისიამოვნებ
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი იმ დროს იხსენებს, როცა პირველად ჩავიდა კატალონიაში და საუბრობს, თუ როგორ მოიცვა ის ამ გუნდის საფეხბურთო ხედვამ.
"ბარსელონაში" თამაში ყველა ბიჭის ოცნებაა. მახსოვს, როცა კატალონიაში ჩავფრინდი, ჩემი პრეზენტაციის წინ გასახდელში შევედი და იქ ჩემთვის გამოყოფილი კუთხეში ბუცები დავინახე. თმები ყალყზე დამიდგა როცა წარმოვიდგინე, რომ ამ ბუცებით "ბარსელონასთვის" უნდა მეთამაშა.
ეს გუნდი მანქანასავითაა და საკუთარი რიტმით თამაშობს - როცა ღილაკს თითს დააჭერ, მანქანის ყველა ნაწილმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. "ბარსას" თამაშის ყურება ტელევიზორშიც ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სულ სხვაა, როცა ამის ნაწილი შენ თვითონ ხარ.
თუ "ბარსელონაში" თამაში არ გსიამოვნებს, მაშინ საერთოდ ფეხბურთითაც ვერ ისიამოვნებ," - განაცხადა რაკიტიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]