იდეალური ტური - რეალი ბერნაბეუზე დამარცხდა [VIDEO]
ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:1. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ხანგრძლივი შედეგიანი სერია შეწყვიტეს და ახლა ისინი "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩებიან.
"რეალი" - "ბეტისის" მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ანტონიო სანაბრია გახდა, რომელმაც კეილორ ნავასის კარი 94-ე წუთზე აიღო. "სამეფო კლუბი" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-3 შეხვედრაში კარგავს ქულებს.
15 ქულით "ბარსელონა" სატურნირო ცხრილის ლიდერია, კატალონიურ კლუბს კი "სევილია" მოსდევს (13).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]