რაკიტიჩი: ნეიმარის წასვლის გადატანა ძალიან გამიჭირდა
ივან რაკიტიჩი ნეიმარის გუნდიდან წასვლაზე წუხს და აქცენტს არა ბრაზილიელის საფეხბურთო შესაძლებლობებზე, არამედ გასახდელში მის მნიშვნელობაზე აკეთებს.
"პირადად ჩემთვის, ნეიმარის წასვლის გადატანა ძალიან რთული იყო, რადგან ის არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. ის, ჩვენი გასახდელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ფეხბურთში ვიცნობ.
ცუდია, რომ ნეიმარმა დაგვტოვა. მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა მომწონდა. თუმცა, ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. იმედი მაქვს, ის პსჟ-ში ბევრ გოლს გაიტანს და ბედნიერი იქნება. ჩვენ კი, ჩვენი გზით უნდა ვიაროთ და ნეიმარის გარეშეც ძლიერები ვიყოთ." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]