Sport: რაფინია ნოემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება
"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი რაფინია ალკანტარა მოედანზე ნოემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
რაფინიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლის გაგება თითქმის შეუძლებელია. ვიცით, რომ აპრილის დასაწყისში მიღებული ტრავმა მას 4 თვეში, ანუ ივლისის ბოლოს უნდა მოერჩინა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ თითქმის 2 თვე გავიდა და ფეხბურთელი 8 სექტემბრის შემდეგ სავარჯიშო მოედანზე საერთოდ არ გვინახავს.
თავად რაფინიას მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული პოსტებიდან ვარკვევთ, რომ ფეხბურთელი დარბაზში ვარჯიშობს.
ახლახანს, Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაფინიას მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის ბოლომდე არ უნდა ველოდეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ფეხბურთელს ტრავმის გამო მინიმუმ 8 თვის გაცდენა გამოუვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]