Sport: "ბარსელონა" კოუტინოს არ ეშვება
თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოს მისამართით ინტერესი განაახლა და კატალონიელები ბრაზილიელის ზამთარში შეძენას შეეცდებიან.
25 წლის ფეხბურთელის შეძენას "ბარსა", გასულ ზაფხულში, ბევრს ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი გუნდი "ლივერპულთან" შეთანხმების მიღწევას 2018 წლის იანვარში შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონასთვის" დაბრკოლება ვერ იქნება ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" მაისურით თამაშის გამო, კოუტინიო, ამ ტურნირზე, მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" ფორმით ვერ ითამაშებს.
ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლის დიდი სურვილი აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]