მესის პერსონალური მეურვე, შესაძლოა, ჟერემი მატიე იყოს
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაა გამორიცხული, "სპორტინგის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჯეზუსმა "ჟირონას" დამრიგებელს მიბაძოს და ლიონელ მესის, დღევანდელ თამაშში, პერსონალური მეურვე მიუჩინოს.
ლა ლიგის გასულ ტურში, პაბლო მაჩინმა მესის მეურვეობა პაბლო მაფეოს დაავალა, რომელიც არგენტინელს, მთელი შეხვედრის განმავლობაში, გვერდიდან არ მოცილებია. მესიმ ვერ გაიტანა, მაგრამ "ჟირონამ" მაინც 0:3 წააგო.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, იგივეს გაკეთებას გეგმავს "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი, მესის მეურვეობის ერთ-ერთ კანდიდატად კი "ბარსელონას" ყოფილი მცველი ჟერემი მატიე განიხილება. ვეტერანი ფრანგი "სპორტინგის" დაცვის უცვლელი წევრია და მას მოედანზე დღესაც ვიხილავთ. მატიეს გარდა, ასევე განიხილება მესის თანამემამულის, პაბლო ბატალიას კანდიდატურაც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 33 ]