ნელსონ სემედუმ გასვლაზე სასტარტოდან პირველად ითამაშა
"ბარსელონას" ახალმა შენაძენმა პირველად ითამაშა კატალონიური კლუბის მაისურით გასვლაზე სასტარტო შემადგენლობიდან.
"ბენფიკას" ყოფილმა ფეხბურთელმა სამშობლოში ითამაშა. კატალონიურმა SPORT-მა მისი თამაში დადებითად შეაფასა, რადგან ის გუნდს დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში და ამასთანავე, ის პროდუქტიული იყო როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში.
შეგახსენებთ, რომ ნელსონს "ბარსელონაში" გასვლაზე ნათამაშები აქამდეც ჰქონდა, მაგრამ არა ძირითადი შემადგენლობიდან. ეს ესპანეთის სუპერ თასზე, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მოხდა.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა "ბარსელონას" მაისურით კიდევ რამდენიმე მატჩში ითამაშა, ესენია: "ბეტისი", "ესპანიოლი", "იუვენტუსი" და "ეიბარი".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]