კარლეს პუიოლი "დინამო არენაზე" არ ითამაშებს
გუშინ ღამით გამოქვეყნდა "დინამო არენაზე" დღეს გასამართი ვარკსვლავების მატჩის საბოლოო შემადგენლობები და გაირკვა, რომ "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი თბილისში ვერ ითამაშებს.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პუიოლს ბორჯომის ტყის გადასარჩენად გასამართ საქველმოქმედო შეხვედრაში უნდა ეთამაშა და ესპანელი ლეგენდა მატჩის პოსტერზეც ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, კარლესი თბილისში არ იქნება.
"ბარსელონას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც დაანონსებული იყო, მაგრამ თბილისში მაინც არ ითამაშებს, დემეტრიო ალბერტინია.
ამრიგად, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ რივალდოს ხილვის საშუალება გვექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]