ტრავმირებული ტომას ვერმალენი ნაკრებში გამოიძახეს
"ბარსელონას" ტრავმირებული ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
31 წლის უკანახაზელს მცირე ტრავმა აწუხებს და ის, დიდი ალბათობით, "ლას პალმასთან" ხვალ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიუხედავად, ვერმალენს ნაკრებში უხმეს.
ბელგიის ეროვნული გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 7 და 10 ოქტომბერს, ბოსნიასა და კვიპროსს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]