"ბარსელონა" - "ლას პალმასი": მატჩის პრევიუ

"ბარსელონა" - "ლას პალმასი": მატჩის პრევიუ

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კვირას გასამართი მატჩის შესახებ.

"ბარსელონა" ლა ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 4 ქულით უსწრებს. ლა ლიგის მომდევნო ტურში კატალონიელები "ლას პალმასს" უმასპინძლებენ.

უკანასკნელი მატჩი კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს ლისაბონის "სპორტინგი" პორტუგალიაში.

ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილმა "ბარსელონამ" არაჩვეულებრივი სტარტი აიღო და ახლა ეცდება, რომ სანაკრებო პაუზის წინ უდანაკარგოდ გავიდეს.

"ბარსელონას" უკვე დამარცხებული ჰყავს ლა ლიგაში, "ბეტისი", ალავესი", "ესპანიოლი", "ხეტაფე", "ეიბარი" და "ჟირონა". კატალონიელებმა 20 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

ტრავმა

სიახლე არავისთვის არაა, რომ უსმან დემბელე ტრავმირებულია. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ფრანგს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და 4 თვით ჩამოშორდა ფეხბურთს.

ამასთანავე, ტრავმის გამო არ ითამაშებს რაფინია.

დისკვალიფიკაცია

"ბარსელონას" არცერთი ფეხბურთელი არ გამოტოვებს ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო.

ცნობისთვის, "ბარსელონაში" 5 ყვითელ ბარათთან (რომელიც დისკვალიფიკაციას ნიშნავს) ყველაზე ახლოს, ჟერარ პიკე და ჟორდი ალბაა. მათ 2-2 ყვითელი ბარათი აქვთ.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

goal.com-ის ექსპერტების ვარაუდით, ერნესტო ვალვერდე ძლიერ შემადგენლობას გამოიყვანს.

დემბელეს ტრავმის გამო, ერნესტო ვალვერდეს რამდენიმე არჩევანი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჟერარ დეულოფეუს ბოლო 2 მატჩი არ უთამაშია, შესაძლოა, მოედანზე სერჟი რობერტო ან ალეიშ ვიდალი ვიხილოთ შემტევ ფეხბურთელად.

არაა გამორიცხული, რომ მესი კვლავაც ე.წ. "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე ვიხილოთ.

"ბარსელონა" - "ლას პალმასი": მატჩის პრევიუ

"ლას პალმასი"

"ლას პალმასმა" სეზონი კარგად არ დაიწყო. მათ 6 შეხვედრიდან 4 წააგეს, მაგრამ 2 მოიგეს. ახლა ისინი 6 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.

კანარის კუნძულელებს "ბარსელონასთან" დააკლდებიან: ალენ ჰალილოვიჩი, ვიტოლო, კასტელანო და სამპერი.

პედრო ბიგასი და რემი, შესაძლოა, "ბარსელონასთან" ვიხილოთ.

წინასამატჩო ფაქტები

  • "ლას პალმასი" უკვე 12 მატჩია ვერ ახერხებენ "ბარსელონას" დამარცხებას -  8 წაგება და 4 ფრე;
  • კატალონიელებმა მოახერხეს უკანასკნელი 13 ლა ლიგის მატჩის მოგება. ბოლოს, როცა "ბარსელონამ" ამაზე მეტი გამარჯვება დააგროვა,  2011 წელს მოხდა. მაშინ, გვარდიოლას გაწვრთნილმა "ბარსამ" ზედიზედ 16 ლა ლიგის მატჩი მოიგო;
  • ლუის სუარესმა "ლას პალმასის" წინააღმდეგ გამართულ 4 მატჩში, ყველაში მოახერხა და გაიტანა. მის ანგარიშზე 6 გოლია;
  • მხოლოდ მესიმ (31) განახორციელა "ლას პალმასის" ფეხბურთელ ჟონათან ვიერაზე (21) მეტი დრიბლინგი;
  • იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მინიმუმ 2 შეხვედრა ჩაატარეს, სეივების პროცენტული მაჩვენებლით, ტერ შტეგენი ყველას ჯობნის(84.6%).

მატჩის დრო და თარიღი

მატჩი 2017 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #3 1 ოქტომბერი 2017 03:57
    0
    ნამდვილად ძლიერი შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელების დასვენებას აზრი არ აქვს მაინც სანაკრებო პაუზა მოდის და ბოლომდე დაიხარჯნონ ბიჭები ჯობია..: რაც შეეხება მესის მან იცის რასაც გააკეთებს
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 30 სექტემბერი 2017 23:20
    0
    სუარესი ცენტრში და მესი მარჯვენა ფლანგზე.
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    პაულინიო ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი არდა.
    ვნახოთ ერთი თურანი როგორ ფორმაშია რაიცი იქნებ რას შვება
    Culé [?]
    #1 30 სექტემბერი 2017 16:56
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    კაროჩე გაუხურა საქმე ამ სუარეს კრაიზე დაყენებით რაა დააყენოს შუაში და მარცხენა კრაიზე დენისი მორჩა ბაზარი ვეღარ უნდა მიხვდეს რო ვერ თამაშობს სუა კრაიზე?

    Martalixar da mis upormobas umatebs kide es shibla kaci...