"ბარსას" ლა ლიგიდან გაგდების შემთხვევაში, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთონ
Marca საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, თუ პრიმერა დივიზიონის ხელმძღვანელობამ "ბარსელონას" ლა ლიგაში თამაშის უფლება არ მისცა, შესაძლოა, FIFA-მ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს.
მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, არაა გამორიცხული, ასეთი ქმედება FIFA-მ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ფეხბურთში ჩარევად შეაფასოს, რაც დაუშვებელია და ასეთ შემთხვევაში, ნაკრების ოფიციალური მატჩებიდან მოკვეთაა გათვალისწინებული.
კატალონიაში, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დღეს იმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]