ნეიმარის მამა: მესი, სუარესი, რაკიტიჩი და პიკე ჩემი შვილის გადარწმუნებას ცდილობდნენ
"ბარსელონას" ყოფილი და "პარა სენ-ჟერმენის" ამჟამინდელი თავდასხმელის, ნეიმარის მამა და აგენტი მისი შვილის კატალონიური კლუბიდან წასვლაზე საუბრობს.
"ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილება გამიკვირდა. ჩვენ შემოთავაზება გასულ წელს გვქონდა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამჯერად პსჟ-ს შემოთავაზება ძალიან საინტერესო იყო.
ბოლო მომენტამდე ეჭვი მეპარებოდა. ნეიმარს ვუთხარი: "ყველაფერი კარგად გაქვს, კომფორტულ ადგილას იმყოფები". თუმცა, მას წასვლა და შანსის მიღება უნდოდა.
ნეიმარის მეგობრები, მესი, სუარესი, რაკიტიჩი, პიკე მის გადარწმუნებას ცდილობდნენ. თუმცა, მას ეს გამოწვევა უნდოდა და ჩვენ მხარი დავუჭირეთ", - აცხადებს ნეიმარის მამა Téléfoot-თან ინტერვიუში.
ნეიმარი "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" რეკორდულ 222 მილიონ ევროდ გადავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]