სერხიო ბუსკეტსი: სიტუაციის გამოსწორება რთული იქნება

სერხიო ბუსკეტსი: სიტუაციის გამოსწორება რთული იქნება

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი ჟერარ პიკეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს.

"გუნდს რთული პერიოდი უდგას. პიკეს სიტუაციის მოგვარება ძალიან ძნელი იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი სპეციალური შეხვედრა არ ყოფილა. არ ვიცი, ისაუბრეს თუ არა პიკემ და რამოსმა, მაგრამ სიტუაცია ნამდვილად არასტანდარტულია. პიკე ისეთივე ადამიანად რჩება, როგორიც ადრე იყო. რაც შეეხება რამოსს, ის გუნდისთვის ყოველმხრივ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

რაც შემეხება მე - ვფიქრობ, ნაკრებში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2017 23:01
    0
    წამოვიდეს ესეც დრიზე ამ ნაკრებიდან.