პაულინიომ ნეიმარს ტრავმა მიაყენა
როგორც მოგეხსენებათ, ტიტეს მიერ გაწვრთნილი ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც "სელესაო" ბოლივიას დაუპირისპირდება. ვარჯიშის დასრულება დროზე ადრე მოუწია "ბარსელონას" ყოფილ და პსჟ-ს ამჟამინდელ შემტევს, ნეიმარს.
ფეხბურთელმა 2 დარტყმა მიიღო პაულინიოსა და ტარდელისგან. შეჯახებები მძიმე არ ყოფილა, თუმცა სისხლდენამ პარიზელთა ათიანს სესიის დატოვება აიძულა.
ნეიმარი შეუერთდა მარკინიოსს, ფერნანდინიოსა და არტურს, რომლებმაც მუშაობა სავარჯიშო დარბაზში გააგრძელეს.
აღსანიშნავია, რომ არ უვარჯიშიათ კაზემიროს, ალისონს, დიეგოს, ფრედის, კოუტინიოსა და ფირმინოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]