"ბარსელონას" ევროპის მასშტაბით საუკეთესო სტარტი აქვს
ერნესტო ვალვერდეს შეგირდები საუკეთესონი არიან ევროპის მასშტაბით. კატალონიელებმა მოახერხეს და მოიგეს ყველა მატჩი ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ვერც "იუვენტუსმა" და ვერც "სპორტინგმა" "ბლაუგრანას" შეჩერება ვერ მოახერხა.
9 მოგება, აქედან 7 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, ამასთანავე 27 გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული ბურთია კატალონიელების ანგარიშზე.
ჯერჯერობით 9 მოგებით "ბარსასთან" ერთად თავს იწონებს პსჟ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პარიზელებმა 10 მატჩი ითამაშეს.
იმ 9 მოგებასთან ერთად პსჟ-მ ერთი ფრეც ითამაშა ლიგა 1-ში.
ასე განაწილდნენ გუნდები გამარჯვებების მიხედვით:
- "ბარსელონა" - 9 მოგება;
- პსჟ - 9 მოგება;
- "მანჩესტერ სიტი" - 8 მოგება;
- "მანჩესტერ იუნაიტედი" - 8 მოგება;
- "ნაპოლი" - 8 მოგება;
- "იუვენტუსი" - 7 მოგება;
- "ბორუსია დორტმუნდი" - 6 მოგება;
- "ჩელსი" - 6 მოგება;
- "ინტერი" - 6 მოგება;
- "მონაკო" - 6 მოგება;
- "რეალ მადრიდი" - 6 მოგება;
- "რომა" - 6 მოგება;
- "სევილია" - 6 მოგება;
- "ტოტენჰემი" - 6 მოგება.
საშუალოდ, 3 გოლი მატჩში და დაცვის მასტერები
გარდა იმისა, რომ "ბარსელონას" ვერავინ ამარცხებს, გუნდი საკმაოდ შედეგიანიცაა. ის ამ მხრივ მე-5 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე პსჟ იმყოფება, რომლის ფეხბურთელებმაც 35 გოლი გაიტანეს. მას მოსდევს "ნაპოლი" 29 გოლით. მე-3 და მე-4 ადგილს იყოფენ მანჩესტერული გრანდები 28-28 გოლით და მათ მოსდევს "ბარსელონა".
კატალონიელები დაცვაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ამ კომპონენტში პირველ ადგილზე იმყოფება "ბარსა" მხოლოდ 2 გაშვებული ბურთით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]