სასიამოვნო სიახლე: პირდაპირი და იაფი რეისები ქუთაისიდან ბარსელონაში
დღეს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Wizzair, 2018 წლის 18 მაისიდან, ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან საყვარელი კლუბის თამაშზე დასწრება კიდევ უფრო მარტივი ხდება.
უნგრული ავიაკომპანია კვირაში სამ რეისს განახორციელებს - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ფასი ნამდვილად მისაღებია. მაგალითად, თუ 2018 წლის მაისის რომელიმე რეისზე ადგილს ახლა დაჯავშნით, ბარსელონაში ჩასვლა მხოლოდ 79 ლარი დაგიჯდებათ. უკან დასაბრუნებელი ბილეთი კი 50 ევრო (დაახლოებით 145 ლარი) ღირს.
ეს ფასები გაცილებით დაბალია იმასთან შედარებით, რა ფასადაც ბარსელონაში ჩასვლა ახლა შეგიძლიათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]