სერჟი პალენსიამ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სერჟი პალენსიამ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ბარსელონა ბ"-ს კაპიტანმა, სერჟი პალენსიამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება Marca.

21 წლის მარჯვენა მცველის ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ თუ პალენსია პირველ გუნდში დაწინაურდება, მაშინ ის ორჯერ გაიზრდება.

ადრე კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი სარეზერვო გუნდის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ, კარლეს ალენიამაც გაახანგრძლივა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 6 ოქტომბერი 2017 18:27
    0
    კარგია იმედია მალე პირველ გუნდშიც ვიხილავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ოქტომბერი 2017 15:42
    0
    ეს როგორი ტიპია? ივარგებს ძირითადის ფეხბურთელად მომავალში?
    --------------------
    GRACIES JOHAN...