პიკე და ტერ შტეგენი ბარსელონაში ვარჯიშს დაუბრუნდნენ
სანაკრებო პაუზა რამდენიმე დღეში დასრულდება. იქამდე კი, სანამ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა გუნდის სრული შემადგენლობა იქნება, "ბარსელონას" რიგებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჟერარ პიკე დაუბრუნდნენ - მათმა ნაკრებებმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს.
ორივე ფეხბურთელი ვარჯიშზე დღეს დილით გამოცხადდა. იმის გამო, რომ დარჩენილ ფეხბურთელთა უმეტესობა კატალონიაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, პიკემ და ტერ შტეგენმა "ბარსა ბ"-ს წევრებთან ერთად ივარჯიშეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]