ლუის სუარესი კოუტინიოს "ბარსელონას" ურჩევს
ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "ლივერპულის" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, თავის კლუბში გადმოსვლას ურჩევს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სუარესი კოუტინიოს დაუკავშირდა, რათა 25 წლის ბრაზილიელი ესპანეთის ჩემპიონატში თავისი ძალების მოსინჯვაში დაარწმუნოს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლა, სპორტული შეხედულებით, "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე უფრო წინგადადგმულ ნაბიჯად გამოიყურება.
სუარესი და კოუტინიო "ლივერპულში" ერთად ერთი წლი-ნახევრის განმავლობაში თამაშობდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]