ანდრეს ინიესტა "ატლეტიკოსთან" ითამაშებს
კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა გამოჯანმრთელდა და მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მზად იქნება.
ინიესტამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, "ლას პალმასთან" მატჩში, რომელიც კატალონიელებმა 3:0 მოიგეს, მარცხენა ფეხის მუხლქვედა მყესი დაიჭიმა. როგორც მოსალოდნელი იყო, 33 წლის ფეხბურთელს სამკურნალოდ 10 დღე დასჭირდა. ამდენად, ის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გუნდის დახმარებას შეძლებს.
"ატლეტიკო" და "ბარსელონა" ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში შაბათს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 71 ]