ოსკარ გრაუ: "იანვარში ნებისმიერი ფეხბურთელის გაფორმება შეგვიძლია"
2016-17 წლების ბიუჯეტისა და ეკონომიკური ბალანსის წარდგენისას, კლუბის დირექტორმა, ოსკარ გრაუმ "ბარსელონას" სამომავლო სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
"იანვარში კოუტინიოსა და გუნდის ტექნიკოსების მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ფეხბურთელის გაფორმება შეგვიძლია." შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბრაზილიელი კატალონიელთა პრიორიტეტი იყო, თუმცა მერსესაიდელებმა ფანჯრის ბოლო დღეს 200 მილიონი ევრო მოითხოვეს და საბოლოოს ტრანსფერიც არ შედგა.
გრაუმ ასევე აღნიშნა, რომ "ფეხბურთელების მოსვლის შემთხვევაში, სხვებს წასვლა მოუწევთ.
თუმცა ამის გაკეთება ზამთარში აუცილებელი არაა, რადგან ჩვენი ბიუჯეტი მთელს სეზონზეა გათვლილი."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]