ჟოზე მოურინიო მარსიალის "ბარსელონაში" გაშვებაზე თანახმაა
ესპანური Diario Gol-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ანტონი მარისალის "ბარსელონაში" ტრანსფერს დათანხმდა.
წყაროს ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტს სანაცვლოდ ივან რაკიტიჩის შეძენა უნდა. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკები", თავდაპირველად, სერჟი რობერტოთი დაინტერესდნენ, თუმცა მომავალ ზაფხულში 29 წლის ხორვატი ნახევარცველის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მოურინიოს გეგმები შეცვალა.
ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]