7 შეხვედრა 23 დღეში
"ბარსელონას" მომდევნო სანაკრებო პაუზამდე, 23 დღეში, 7 მატჩის გამართვა მოუწევს - 4 ესპანეთის ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი ესპანეთის თასზე.
პირველი მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე"
"ბარსელონა" "ატლეტიკოს" ახალ სტადიონზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", პირველად ესტუმრება. კატალონიელებს, რა თქმა უნდა, "ვისენტე კალდერონზე" გამარჯვება უნდათ, სადაც მათ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 თამაში მოიგეს.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ოლიმპიაკოსს" საუკეთესო ფორმაში ხვდება
ვალვერდე ერთ-ერთ იმ კლუბს დაუპირისპირდება, რომელიც განვითარებაში დაეხმარა და სადაც მან 3 წელი გაატარა. ბერძნული გუნდი "კამპ ნოუს" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ესტუმრება.
"კამპ ნოუზე" ლა ლიგა ბრუნდება
"კამპ ნოუზე", 20 დღის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატი დაბრუნდება. ამჯერად კატალონიელები "მალაგას" უმასპინძლებენ.
ესპანეთის თასი იწყება
"ბარსელონა" ესპანეთის თასის ახალ გათამაშებას "მურსიასთან" შეხვედრით დაიწყებს.
ერნესტო ვალვერდე სახლში ბრუნდება
ოქტომბერში გასამართი ლა ლიგის მე-2 მატჩი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იქნება. ეს თამაში, ამასთანავე, განსაკუთრებული იქნება ვალვერდესთვის, რომელიც ბილბაოში დაბრუნდება, სადაც მან მრავალი წელი გაატარა.
მომთხოვნი თვის რთული დასასრული
"ბარსელონა" ოქტომბრის თვეს რთული მატჩით დაასრულებს. კატალონიელები "ოლიმპიაკოსს" ესტუმრებიან.
რთული შეხვედრა სანაკრებო პაუზამდე
კატალონიური გრანდი ნოემბერში, სანაკრებო პაუზამდე, "კამპ ნოუზე" ედუარდო ბერიცოს "სევილიასთან" რთულ მატჩს გამართავს. ანდალუსიური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფეხბურთელი ნოლიტოა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]