პაკო ალკასერი "საუთჰემპტონსაც" მოუნდა
"ბარსელონას" თავდამსხმელის, პაკო ალკასერის მსურველთა რიცხვს კიდევ ერთი ინგლისური გუნდი შეემატა. "კრისტალ პალასის" შემდეგ, 24 წლის ესპანელის დამატების სურვილი "საუთჰემპტონმა" გამოთქვა.
Daily Mail-ის ცნობით, "საუთჰემპტონი" ალკასერის ზამთარში ყიდვას შეეცდება.
ალკასერი ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პელეგრინოს "ვალენსიაში" მუშაობის დროიდან იცნობს.
პაკო "ბარსელონაში" 2016 წელს, "ვალენსიადან" 30 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონიელთა რიგებში მან 31 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ფეხბურთელის ზამთარში გაყიდვის წინააღმდეგი არაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]