დიეგო სიმეონე: "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ახლა რეალი უკეთესია

დიეგო სიმეონე: "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ახლა რეალი უკეთესია

როგორც იცით, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ მომავალ მეტოქეზე საუბრობს "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე.

"ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა, ახლა "რეალი" უკეთესია.

ნეიმარის წასვლის შემდეგ კატალონიელებს, ფაქტიურად, გუნდის თავიდან შექმნა მოუხდათ და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. მათ გამარჯვების წყურვილი სისხლში აქვთ გამჯდარი, ისინი არასოდეს იღლებიან."

ლა ლიგის ეგიდით მადრიდელებს "ბარსელონა" 2010 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. არგენტინელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ამ სერიის დასრულებას შეძლებს.

"დიდი ხანია ისინი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ფრედ დასრულება მოვახერხეთ (2013-14) და ამან ქვეყნის ჩემპიონობა მოგვიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი "ბარსელონა" 2-ჯერ გამოვთიშეთ ასპარეზობას". - აცხადებს სიმეონე.

"ატლეტიკოსთვის" ლა ლიგა არც თუ ისე კარგად დაიწყო - მათ უკვე დაკარგეს მნიშვნელოვანი ქულები და ლიდერ "ბარსელონას" 6 ქულით ჩამორჩებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    nelson semedo 2
    სტუმარი [?]
    #4 13 ოქტომბერი 2017 22:37
    0
    იმიტომ არის რეალი პირველზე :)
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2017 22:02
    0
    ვფიქრობ 0-2ს მოვუგებთ.რომ მოვიგებთ ამაში დარწმუნებული ვარ
    Barca The Best
    სტუმარი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2017 18:00
    0
    isemc migapsa dzaglma
    nika15
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2017 17:52
    0
    შენ ტვინში ჩამახედა მე შენი