ენრიკე სერესო: ეს არის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია

ენრიკე სერესო: ეს არის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით რთულ პერიოდს განიცდის. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რაც ბარსელონაში ხდება. თუმცა, ჩვენმა ქომაგებმა იციან, რომ ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

კლუბი მხოლოდ სპორტზე ფიქრობს და არ აპირებს დაპირისპირებაში მონაწილეობას. გველის საფეხბურთო მატჩი და არა პოლიტიკური დემონსტრაცია.

გვსურს "ბარსელონას" ფეხბურთი ვეთამაშოთ. როცა "კამპ ნოუზე" ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ, მთელი სტადიონი ტაშს გვიკრავდა და ამას ვერ დავივიწყებთ."-ამბობს სერესო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Barcelona 88
    სტუმარი [?]
    #2 14 ოქტომბერი 2017 22:08
    0
    თუ დროზე არ განიმუხტა სიტუაცია უფრო და უფრო დაიძაბება!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2017 18:37
    0
    ბარსა მოუგებს უეჭველი.იმედია ლეო გაზრდის მონაგარს.