ექვსი სასურველი ფეხბურთელი

ექვსი სასურველი ფეხბურთელი

"ბარსელონა" მთელს მსოფლიოში აკვირდება ძალიან ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ მათგან გამორჩეული მხოლოდ ექვსი მოთამაშეა.

გარეტ ბეილი
მან გასული წელი "ტოტენჰემის" შემადგენლობაში დაიწყო და არის გამორჩეული ფეხბურთელი, ბეილი ერთ ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და მისი საწყისი ფასი 30 მილიონ ევროს აღემატება.

სესკ ფაბრეგასი

ის გვარდიოლასათვის პრიორიტეტია. ყოფილი "ბლაუგრანელი", ამჟამად, ლონდონის "არსენალში" თამაშობს და პეპს მისი კატალონიურ კლუბში ხილვა სურს, მაგრამ "არსენალი" "ბარსას" წინადადებას არ თანხმდება.

იბრაჰიმ აფელაი
იბრაჰიმი 24 წლისაა, ამ დროისათვის მას კონტრაქტის ვადა უმთავრდება "პსვ"-თან და იგი ტრანსფერზეა დაყენებული. "ბარსას" უკვე პირველი ნაბიჯი გადადგმული აქვს ნახევარმცველის გადმოსაბირებლად, რომელსაც უკვე დიდი ხანია აკვირდება.

ლუის სუარესი
ურუგვაელ ფეხბურთელს აქვს გოლის გატანის კარგი ალღო და მისი მონაცემებიც ამის დიდ გარანტიას იძლევა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დადგა დრო, როდესაც მან კლუბი უნდა გამოიცვალოს, ხოლო "ბარსა" კი მისთვის ბევრს იბრძოლებს.

ხავიერ პასტორე
21 წლის ახალგაზრდა არგენტინელი "პალერმოს" აღმოჩენაა. მოთამაშე გამოირჩევა შესაშური ფიზიკური მონაცემებითა და თვალთახედვის ფართო არეალით. ის "ბარსას" გადმოსაბირებელ ფეხბურთელთა სიაშია.

ფერნანდო ლორენტე
ფერნანდო ლორენტე ათლეტური აღნაგობის თავდამსხმელია, მას აქვს საკმარისი პარამეტრები იმისათვის, რომ გუნდს მოერგოს. ესპანელ ფორვარდზე ინტერესი დიდია, მაგრამ "ბილბაო" მის გაშვებას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.