ცუდი მოგონებები წარსულიდან
"ბარსელონას" სამ დღეში ანუ კვირას უწევს მატჩი ხეტაფეს წინააღმდეგ, რომელიც გაიმართება "ხეტაფელთა" მოედანზე. "ბარსელონას" ამ გუნდთან დაკავშირებით ცუდი მოგონებები აკავშირებს.
2007 წელს "ბარსელონა" არცთუ ურიგოდ ასპარეზობდა, გუნდში რონალდინიო, დეკო, ეტო'ო, ჩავი თამაშობდნენ ასევე მათ მხარს უკვე უბავდა ლეო მესი, რომელიც თანდათან ამ გუნდის რიტმს ყვებოდა და მეგავარსკვლავად ყალიბდებოდა. სწორედ "ხეტაფესთან" მატჩშში გაიცნეს მესი, როგორც "ახალი მარადონა" , როგორც ფეხბურთელი რომელის ნიჭსაც საზღვარი არ აქვს, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ყველა ფეხბურთელის მოტყუება. 4 აპრილს "ბარსელონამ" "ხეტაფეს" კამპ ნოუზე უმასპინძლა. ეს იყო სათასო დაპირისპირება, ეგრეთ წოდებული "კოპა დელ – რეი". მესიმ ამ მატჩში გამოიჩინა თავი, გაიტანა გოლი, გოლი რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, მან თითქმის მთელი გუნდი მოატყუა, მათ შორის მეკარეც და გაიტანა გოლი, იმ მატჩში კატალონიელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და 5:2 – იც მოიგეს.
ორ კვირაში დადგა განმეორებითი მატჩის დრო, გაიმართა მატჩი, რომელსაც ერთი შეხედვით არანაირი აზრი არ ჰქონდა, ფაქტი იყო, რომ "ბარსელონა" 3 ბურთიანი სხვაობით არ წააგებდა, ასე ეგონათ ფეხბურთელებსაც მაგრამ ნურას უკაცრავად ! "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ბერნდ შუსტერმა იმ დროისათვის "ხეტაფის" მწვრთნელმა ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა მაყურებელს, მისი გუნდი შემტევი შემადგენლობით და წყობით გამოვიდა მოედანზე და იხეირა კიდევაც. "ხეტაფელებმა" საბოლოოდ 4:0 იმარჯვეს და შეძლეს ფინალში გასვლა. გოლი გოლზე გადიოდა იმ მატჩში, ამის თვით "ხეტაფელებს" და "ბარსელონელებსაც" არ სჯეროდათ. ეს ანგარიში და ეს მატჩი "ბარსელონას" ერთგულ გულშემატკივრებს ხინჯად დარჩებათ გულში.
ვინც იმ დროისათვის "ბარსაში" იყო ყველას დღემდე მოსდევს ის წარუმატებელი თამაში, ყოველთვის "ხეტაფე" "ბარსელონასთვის" არასასურველი მეტოქე იყო და მას შემდეგ ხომ ოფიციალურად შეირაცხა იგი. ასე და ამგვარად კატალონიელებს უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუწევთ კვირას, გუნდის უმეტესობას კარგად ეხსომება ის ძალზედ არასასიამოვნო და სამარცხვინო მარცხი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]