ერნესტო ვალვერდე: თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება
"ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ (2-0) ჟურნალისტებთან ისაუბრა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რომელიც შედეგით კმაყოფილია, თუმცა მეორე ტაიმში თავისი ფეხბურთელების თამაშით დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა.
"პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. ჩვენ ვდომინირებდით და ვაჩვენებდით, რომ მომენტების შექმნა და გამოყენება შეგვიძლია. თუმცა, "ბილბაოსაც" ჰქონდა რამდენიმე შანსი, განსაკუთრებით კი არიც ადურისს.
მეორე ნახევარში ჩვენმა მეტოქეებმა ბურთის დაპატრონება შეძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კართან ბევრი მომენტი არ შექმნილა, მათ შანსები ჰქონდათ და გატანა ნამდვილად შეეძლოთ".
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელები უდავოდ ლიონელ მესი, ტერ შტეგენი და სამუელ უმტიტი იყვნენ. ვალვერდემ მათზეც გააკეთა კომენტარი.
"ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მესია, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ. სეზონი საკმაოდ გრძელია და თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება" - აცხადებს ერნესტო ვალვერდე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]