საუკეთესო 100–ეულში "ბარსას" სამი ფეხბურთელი მოხვდა

საუკეთესო 100–ეულში "ბარსას" სამი ფეხბურთელი მოხვდა

ესპანურმა გამოცემა "დონ ბალონმა" მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ასეული გამოაქვეყნა, რომელშიც "ბარსადან" 3 ფეხბურთელი მოხვდა...

"დონ ბალონის" სიაში იმ ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომლებიც 1989 წელს, ან უფრო გვიან დაიბადნენ. "ბარსას" მხრიდან 100–ეულში "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელები: ბოიან კრკიჩი, ტიაგო ალკანტარა და მარკ მუნიესა მოხვდნენ.

ასევე სიაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, რაც პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს: გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი"), ტომაშ მიულერი ("ბაიერნი"), ნეიმარი ("სანტოსი"), ხავიერ პასტორე ("პალერმო"), ალექსანდრე პატო ("მილანი") და თეო უოლკოტი ("არსენალი"). მიუნხენის "ბაიერნიდან" ამ სიაში 5 ფეხბურთელი მოხვდა (ბარდშტუბერი, ბრენო, კონტენტო, კროოსი და მიულერი). მადრიდის "რეალიდან" კი მხოლოდ ერთი – სერხიო კანალესი.

ქართველების სასახელოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "დონ ბალონმა" 100–ეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძეც შეიყვანა.

"დონ ბალონის" სრული სია კი ასე გამოიყურება: ნახვა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.