"ბარსელონა: სერჟ ორიესთან მოლაპარაკებები არასდროს გვიწარმოებია

"ბარსელონა: სერჟ ორიესთან მოლაპარაკებები არასდროს გვიწარმოებია

"ბარსელონამ" უარყო ლონდონის "ტოტენჰემის" მცველის, სერჟ ორიეს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიური კლუბი ამ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ცოტა ხნის წინ, ორიემ ასეთი განაცხადება გააკეთა: "ევროპის 5-6 გრანდის ყურადღება მივიქციე. მოლაპარაკებებს "ბარსელონასთან" ვაწარმოებდი და ყველაფერი კარგად მიდიოდა. კატალონიურ კლუბში ეჭვობდნენ, გუნდის შეცვლის შემთხვევაში, სხვანაირად ავთამაშდებოდი თუ არა. მომავალში ამ გუნდში გადასვლა? ვნახოთ."

ორიეს ეს განცხადება Mundo Deportivo-მ გაავრცელა, რომლის ჟურნალისტებმა "ბარსელონასაც" მიმართეს. პასუხი ასეთი იყო: "ამ ფეხბურთელთან და მის აგენტთან მოლაპარაკებები არასდროს გვიწარმოებია. მათ მოლაპარაკებები სურდათ, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გიორგი ებანოიძე
    სტუმარი [?]
    #1 6 ნოემბერი 2017 17:25
    2
    ეს მაგარი უხეშია ტოტენჰემს პენალი ამის გამო მისცეს რეალთან და ვესტ ჰემთან უაზროდ გააგდეს გუნდმა ლამის წააგო