"ბარსელონა" რამდენიმე მოთამაშის გასაყიდად მზადაა
"ბარსელონა" მზადაა სამი ნახევარმცველი გაყიდოს, რათა "ლივერპულის" შემტევის, ფილიპე კოუტინიოსა და "აიაქსის" მცველის, მატიას დე ლიგტისთვის შესაძენი თანხა მიიღოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები რაფინიას, დენის სუარესისა და არდა თურანის გაშვებას აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ.
რაფინიას კატალონიური კლუბის დატოვება სურს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს, მაგრამ კლუბმა ვერ გადაწყვიტა ის გაყიდოს თუ არენდით გაუშვას.
სუარესმა გასულ ზაფხულს "ნაპოლის" შეთავაზება უარყო და იანვარში გუნდის დატოვებას არ აპირებს.
თურანით, რომელიც მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, თურქული "გალათასარაი" ინტერესდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]