ზაფხულში "ბორუსია" "ბარსელონას" ობამეიანგს სთავაზობდა
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს გასულ ზაფხულს "ბარსელონაში" გადასვლა შეეძლო, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "პარი სენ-ჟერმენმა" კატალონიური კლუბისგან ნეიმარი იყიდა, დორტმუნდის "ბორუსიამ" "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ობამეიანგის შეძენა შესთავაზა.
თუმცა, "ბარსელონამ" ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა. კლუბის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ლუის სუარესის ყოფნის გამო გაბონელი მოთამაშის ტრანსფერის განხორციელება დიდი აუცილებლობა არ იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]