"ბარსელონას" ერიკსენი სურს, "ტოტენჰემს" - 225 მილიონი
ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "ბარსელონას" ინტერესის სფეროში კვლავ იმყოფება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ლონდონური კლუბის თამაშს არაერთხელ დაესწრო და ყოველ ჯერზე მიზეზი ერიკსენზე დაკვირვება იყო.
"ბარსელონა" 25 წლის ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს, მაგრამ ლონდონური კლუბის პოზიციის გათვალისწინებით, ადვილი არც ამ ტრანსფერის გაჩარხვა იქნება.
"თუ პსჟ-მ ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, მაშინ ერიკსენი 225 მილიონი ღირს." - განაცხადა "ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევმა ზაფხულში.
თავად ერიკსენმა კი ზაფხულში დაადასტურა, რომ ის კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების წინააღმდეგი არაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]