"სელტა" "ბარსელონასთან" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს
2 დეკემბერს, ლა ლიგის მე-14 ტურში, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ვიგოს "სელტას" დაუპირისპირდება. "სელტა" საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა და რა თქმა უნდა, კატალონიელები შეხვედრის უდავო ფავორიტები არიან, ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალისიელებს თამაში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, ხონათან კასტრო ოტოს გარეშე მოუწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 23 წლისაა, ხონათანი "სელტას" ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, აქ კი მისი შეცვლა არც თუ ისე ბევრ მოთამაშეს შეუძლია. გამორიცხული არაა, რომ ვიგოელთა მთავარ მწვრთნელს, ხუან კარლოს უნსუეს ახალგაზრდული გუნდიდან მოუწიოს ფეხბურთელის გამოძახება, მას კი დიდი გამოცდა ექნება - ამ პოზიციაზე მოთამაშე მცველს ლიონელ მესის შეჩერება პირადად მოუხდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]