ვალვერდე: უნსუე "სელტას" კიდევ უფრო სახიფათოს ხდის
ვიგოს "სელტასთან" მატჩის წინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრეს-კონფერენცია გამართა. მან ისაუბრა თავის მომავალ მეტოქეზე და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა მათ თავკაცზე, ხუან კარლოს უნსუეზე, რომელიც "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრია.
"უნსუემ ძალიან ბევრი რამე იცის "ბარსელონას" შესახებ და ეს "სელტას" კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ისიც აღსანიშნავია, რომ გალისიელებს ბოლო წლებში ჩვენს წინააღმდეგ კარგი შედეგები აქვთ, რაც, ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც საყურადღებოა და ამის გამო ფრთხილად უნდა ვიყოთ.
მას შემდეგ, რაც "სელტას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ვიგოელებმა თამაშის სტილი შეიცვალეს. ისინი ცდილობენ მოედანზე დომინირებას, ინიციატივის ხელში აღებას და "კამპ ნოუზეც" იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. უნსუესთან ერთად დიდი დრო მაქვს გატარებული, ერთად ვთამაშობდით კიდეც, ის შესანიშნავი ადამიანია და მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო." - განაცხადა ვალვერდემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]