"ბარსელონას" შანსი აქვს, ლა ლიგაში მოგებათა სერია 1 წლამდე გაზარდოს

"ბარსელონას" შანსი აქვს, ლა ლიგაში მოგებათა სერია 1 წლამდე გაზარდოს

დღეს, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში კატალონიელებს დიდი შანსი ექნებათ, ლა ლიგაში 1 წლიანი საშინაო მოგებათა სერია შეინარჩუნონ. ბოლოს, "ბარსამ" "კამპ ნოუზე" ქულები 364 დღის წინ, მადრიდის "რეალთან" დაკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წუთამდე "ბლაუგრანა" იმ თამაშს იგებდა, მაგრამ, სერხიო რამოსმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე 18 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო, გაიტანა 70 გოლი და გაუშვა 13. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, აქ კატალონიელებმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგეს, ერთი კი, ტურინის "იუვენტუსთან" ფრედ (0-0) ითამაშეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #1 2 დეკემბერი 2017 13:55
    0
    easy iqneba selta gadavurbent seltas