"გრემიოს" დირექტორი არტურ რამოსის ფოტოთი უკმაყოფილოა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტო, რომელზეც "გრემიოს" ნახევარმცველი, არტური, რომელსაც "ბარსელონას" მაისური აქვს მორგებული, კატალონიური გუნდის სკაუტთან და საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთადაა.
რა თქმა უნდა, ამ ფოტომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ამით ბრაზილიური კლუბის მფლობელებიც არ დარჩენილან კმაყოფილნი.
"გრემიოს" დირექტორი, ექტორ ნეინი აცხადებს: "ბარსელონადან" ჩვენთან არავის უსაუბრია. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ამ კლუბის წარმომადგენელს ჩვენი ფეხბურთელის ოჯახის გაცნობა სურდა, მაგრამ ფოტოში "ბარსელონას" ფორმა სრულიად არასაჭირო იყო. ამასთან დაკავშირებით FIFA-საც მივმართავთ."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]