"ბარსელონამ" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დაიმატა
ძნელი სათქმელია, ეს ძირითადი გუნდის დაცვაში შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული თუ სარეზერვო გუნდის ცუდი გამოსვლით, მაგრამ "ბარსელონა" აქტიურად დაინტერესდა ახალგაზრდა მცველების შეძენით და შედეგად, კატალონიელებმა "ოსასუნადან" 16 წლის ცენტრალური მცველი, იკერ სან ვისენტე უფასოდ დაიმატეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელზეც ესპანეთში დიდ იმედებს ამყარებენ, 19 წლამდელთა გუნდს შეუერთდება. "ოსასუნაში" მას ნათამაშები არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უფროს თანაგუნდელებთან ერთად ხშირად ვარჯიშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]